მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო

მაკა ბოჭორიშვილი

დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

„ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად.

მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა და დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში“, - წერია განცხადებაში.