10 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1770658783
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ისინი უკვე ძალიან სოლიდური და მტკიცეა. ჩვენ დავნერგეთ უმაღლესი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და გვაქვს შეხვედრები ყოველწლიურად, რაც განსაზღვრავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას, რომ ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა და თანამშრომლობა სუვერენიტეტის დასაცავად.
„ეს ყველას არ სიამოვნებს, თუმცა ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაცვა, რადგან სწორედ ეს უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კეთილდღეობას და უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამას. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების მოსაზრებას ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ინტერესები და იდეები.
ცხადია, მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლოს არის ქართული აზროვნებისთვის, ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. სწორედ ამის მხარეს ვდგავართ და ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების. ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ - რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის მიმართულებით მუშაობა ევროპაში. ცხადია, ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას ძალიან ბევრი რამ აძლიერებს და კიდევ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.