მაკა ბოჭორიშვილი: ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩი და ამის მიზეზი იყო სალომე ზურაბიშვილი - როცა არ გყავს ელჩი, ქვეყნის ინტერესების დაცვა რთულდება, ახლა ნულიდან ხდება წარმომადგენლობების დაკომპლექტება

მაკა ბოჭორიშვილი

ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო წარმოდგენილი ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ხალი პრეზიდენტი ჰყავს, 30-მდე ელჩი დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება.

„არ შემიძლია არ ვთქვა, რა პირობებში უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ეს დაკავშირებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აქტივობასთან, მოქმედებასთან და უმოქმედობასთან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, 30-მდე ახალი ელჩი დაინიშნა საზღვარგარეთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები იყო მოშიშვლებული, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. საზოგადოებას ახსოვს, რომ არაერთი ასეთი ფაქტი იყო, ის ხელს უშლიდა ელჩები დანიშვნას და იმას, რომ საქართველოს ჰყოლოდა წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 30-მდე ელჩი დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება უმაღლეს დონეზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა“, – განაცხადა მინისტრმა.