დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს შეხვდა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
"დღეს შევხვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს, რომელიც დღეს შეუდგა ამ პოსტზე მუშაობას.
განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები,"- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში. .
საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.