დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
გერმანიის პოლიციამ ელექტროქსელებზე დივერსიულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი 48 წლის მამაკაცი დააკავა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი პირი დასავლეთ გერმანიაში, ვაისვაილერის ელექტროსადგურთან ახლოს შენიშნეს და პოლიციამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა გასულ კვირას რამდენიმე ელექტროსადგურის მუშა პროცესიდან გამოსაყვანად გამოიყენა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, მათ შორის საქსონიაში, რაინ-ვესტფალიასა და კიდევ რამდენიმე ქალაქში. ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნულმა მეთოდმა, სულ მცირე, ორ შემთხვევაში გაამართლა.
ცნობისთვის, შვიდ სექტემბერს საქსონიის პოლიციამ გიორლიცთან, გრაუშტაინის ქვესადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ცხრა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. რეგიონში აღმოჩენილი მსგავსი მოწყობილობების საერთო რაოდენობა 21-ს შეადგენს.