მაკა ბოჭორიშვილი 26-27 ივნისს ხორვატიაში „დუბროვნიკის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 26-27 ივნისს ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც „დუბროვნიკის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.