მაია ბითაძე რადიკალებზე: ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე გონივრული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას დაჭერილი იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს

მაია ბითაძე

მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე გონივრული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას დაჭერილი იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

მან უპასუხა კითხვას, „სწორედ ამაში ხედავენ თქვენი ოპონენტები პრობლემას, რომ იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება შეინარჩუნებს ამ პოლიტიკას, ეს ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ შანსი ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. სწორედ ამიტომ, მთელი ეს იარლიყების კამპანია მიდის იქითკენ, რომ როგორმე საპროტესტო ელექტორატის მობილიზება მოახდინონ, ეს გამოუვათ?“

მაია ბითაძის თქმით, „ბუნებრივია, არ გამოუვათ“.

„გაერთიანების პარალელურად ერთი რაც დაიწყეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების თემას იკვლევენ თავიდან. ეს არის აბსურდი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომიკურად გამოიყურება იმ ფონზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და რეგიონში განსაკუთრებით. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე გონივრული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას დაჭერილი იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. მოდით, ასე ვთქვათ, რომ მათ არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველოს ხელისუფლება. იმ ფონზე, როდესაც მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს დღეს, ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართულებით საპარლამენტო დელეგაციის, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს დაბალანსებული პოლიტიკა იმ ესკალაციასთან მიმართებით, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.