1772649900
მაია ბითაძე: ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს
ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უწევს დიპლომატიასა და მეზობლობას შორის ბალანსის დაცვა.
„ეს არის ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ გვიწევს დიპლომატიასა და მეზობლობას შორის ბალანსის დაცვა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, - აღნიშნა ბითაძემ.
ამ თემაზე საუბრისას მაია ბითაძემ, ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისადმი დამოკიდებულების მაგალითებიც გაიხსენა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ იყო ტალღა ნეპალიზაციის სურვილის საქართველოში, რაც იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. იყო სურვილი, რომ საქართველო ჩაბმულიყო ომში, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქვეყნის დაქცევის ხარჯზე. ახლა გვესმის მოწოდებები, მათ შორის თინა ხიდაშელისგან მოვისმინეთ, რომ აქ თურმე ჩვენ ე.წ. უნივერსიტეტები გვაქვს, სადაც ტერორისტებს ვასწავლით და პრაქტიკულად მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს, რომ სამიზნეში ამოიღოს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“, - განაცხადა ბითაძემ.












