ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს

ლიზა გეგეჭკორი

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.

მისი თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.

“ბევრი სტატუსი შემხვდა TSU-სა და STU-ს გაერთიანებაზე, ხშირად მხოლოდ ყალბ ემოციებზე დაფუძნებული, მაგრამ ცოტა რომ დავწყნარდეთ და რაციონალურად, ცივად შევხედოთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის. ერთ მხარეს არის TSU, ძლიერი მეცნიერება, თეორია, ფუნდამენტი. მეორე მხარეს STU, ინჟინერია, ტექნოლოგიები, პრაქტიკა. და ახლა კითხვა: რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვადასხვა უნივერსიტეტში? გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია. მეტი რესურსი წავა ლაბორატორიებზე, კვლევებზე, სტიპენდიებზე და არა დუბლირებულ ადმინისტრაციებზე. გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი: უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ამავდროულად შეგახსენებთ რომ გივი მიქანაძის თქმით, გაერთიანების შემდეგ ნარჩუნდება სახელი: თსუ (ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს და არაა საჭირო ყველაფერზე ფსევდოპატრიოტული გრძნობების ყალბად ფრქვევა- წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.