გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა.
სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება როგორც წყლის ჭავლის, ისე ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენება.
მანამდე აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ჯებირი გაარღვია.
მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით ქვები და სხვადასხვა საგნები ისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.