საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
1769535617
ზელენსკი, სანდუ და ასეთი მარიონეტები არ წარმოადგენენ რეალურ ლიდერებს, რეალურ პიროვნებებს, რომლებიც რაღაც პოლიტიკას ქმნიან თუნდაც თავიანთ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ზელენსკის თავისი გაჭირვება ჰყოფნის და ალბათ მთავარი მისთვის არის, რომ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი პიროვნებისთვის.
„ჩვენ ვნახეთ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არ არის ამერიკის პრობლემა და პუტინმა და ზელენსკიმ გადაწყვიტეს. პუტინმა და ზელენსკიმ რაც გადაწყვიტეს ჩვენ ვნახეთ და ომი მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ზელენსკი რომ მოულოდნელად თითქოს გონს მოეგო და მიხვდა, რომ საქართველოში ელჩი უნდა დაინიშნოს, ეს არ არის მისი იდეა, მას ეს დაავალეს. მე ვისურვებდი, რომ ეს ელჩი იყოს კონსტრუქციული, ნორმალური თავისი დიპლომატიური მექანიზმებით აღჭურვილი და რომელიც საქართველოსთან ისე იმუშავებს, როგორც უნდა იმუშაოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა.
რატომღაც მგონია, რომ ეს ელჩი არანაკლები იქნება ფიშერზე. ისიც დაიწყებს რადიკალურ ძალებთან საუბრებს, შეხვედრებს და ა.შ. ადამიანი, ვინც ის დანიშნა ელჩად, ანუ ქვეყნის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია მისი ელჩის ქცევებზე, არ არის ადეკვატური, არ არის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი და ის არ არის ის პიროვნება, ვინც მართავს რამეს თუნდაც უკრაინაში. მას რასაც უბრძანებენ სხვადასხვა ძალები, აკეთებს იმას“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.