2 დღეში დედამიწაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება! - რას ამბობენ მეცნიერები
1751915953
ცოტა არ იყოს და უხერხული ხომ არ არის, როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაუქმებულ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობ, თან თავადაც „თვითგაუქმებული“ და გადამდგარი ელჩი ხარ?! რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს ქალბატონმა დენიგანმა ვერ თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! - ასე ეხმიანება “ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს “რადიო თავისუფლებასთან”.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანთან შეხვედრაზე სწორედ იმიტომ თქვა უარი, რომ ვინმეს არ გასჩენოდა იმის განცდა, თითქოს სანქციების ქვეშ მყოფი ბიძინა ივანიშვილი პირად ინტერესს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებდა. “ცოტა არ იყოს და უხერხული ხომ არ არის, როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაუქმებულ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობ, თან თავადაც „თვითგაუქმებული“ და გადამდგარი ელჩი ხარ?! რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს ქალბატონმა დენიგანმა ვერ თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედრაზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო. რაც შეეხება ქალბატონი ელჩის „გულისტკივილსა და შეშფოთებებს“ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, დარჩენილიყო, ემუშავა, ებრძოლა, „სიტუცია გამოესწორებინა,“ ამის მაგივრად კი რას ვხედავთ, ქალბატონი დენიგანი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდა რასაც მისი სახელმწიფო ახორციელებს, შესაბამისად ელჩის პოსტზე მას აღარ დაედგომებოდა და ვადამდე ადრე გადადგა.
ისე, ჩვენში დარჩეს და ტრამპის საგარეოს თუ საშინაო პოლიტიკას, წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ზოგიერთი ელჩიც არ ეთანხმება, მათ შორის ქალბატონი დენიგანიცაა. ახლა რახან თავისუფალია, მას თამამად შეუძლია ბრძოლა იმ პოლიტიკას გამოუცხადოს რომელიც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და რის გამოც თავის დიპლომატიურ კარიერას და უამრავ პრივილეგიაზე თქვა უარი. რაც შეეხება საქართველოს მას თავის გზა გააჩნია, კრიტიკას კი იმ ადამიანისგან ნამდვილად ვერ მივიღებთ, ვინც ელჩის რანგში მყოფი თავისივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ეწინააღმდეგება, ხოლო თუ მას, სხვა ქვეყნის განულებული ოპოზიცია - აგენტურის მხარდაჭერის გზა აქვს არჩეული, ეს კიდევ უფრო სასაცილოდ მოჩანს ნებისმიერი გადმოსახედიდან. ზოგადად, ცუდი არ იქნებოდა უცხო ქვეყნის ელჩები, დასკვნების გაკეთების დროს, ვარაუდებისა და პირადი სურვილების ნაცვლად ფაქტებს თუ დაეყრდნობოდა.”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.