წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1751911691
თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე რჩება. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა, დაზიანებული აქვს ფილტვი. ექიმის განმარტებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით, აღდგენილია სასიცოცხლო პარამეტრები.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა საგარეჯოში, თორნიკე რიჟვაძის ნათესავის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მოხდა. თავად ალექსი ახვლედიანი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.
ადვოკატ ლალი აფციაურის განმარტებით, ალექსი ახვლედიანს ბრალი წარდგენილი არ აქვს და ამ ეტაპზე მასთან ჯეროვანი საუბარი ვერ შეძლო, რადგან მას უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს.
"ბატონ ალექსის ბრალი არ აქვს წარდგენილი. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანთან საუბარი რთულია, რადგან ძლიერი სტრესი აქვს მიღებული. ვერ დაველაპარაკე. უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, ამიტომ კითხვაც ვერ დავუსვი. უბრალოდ, მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავეცანი და ვკითხე, ამ ეტაპზე რაიმე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა", - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.