შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769533174
შეიძლება ვთქვათ და გასაკვირი არც არის, რომ საქართველოსი შურთ კიდეც, რომ შეინარჩუნა მშვიდობაც, სტაბილურობაც, ეკონომიკური აღმასვლაც. მთლიანობაში ეს ქვეყანა მიდის იქეთ, სადაც გარკვეული მიზნები გააჩნია, განსხვავებით ევროპისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროპის პოლიტიკაზე საუბრისას.
მან საქართველოს შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე და ევროპაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელა. ნიკოლეიშვილის შეფასებით, ევროპაში პოლიტიკოსები, აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან და ევროპულ იდეას ვერ ინარჩუნებენ.
„ვხედავთ, რომ აქვთ ეკონომიკური კრიზისი, ვხედავთ გამოსვლებს და ისეთ საოცარ რაღაცებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დასარულისკენ მიმავალი გზაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ და გასაკვირი არც არის, რომ საქართველოსი შურთ კიდეც, რომ შეინარჩუნა მშვიდობაც, სტაბილურობაც, ეკონომიკური აღმასვლაც. მთლიანობაში ეს ქვეყანა მიდის იქეთ, სადაც გარკვეული მიზნები გააჩნია, განსხვავებით ევროპისგან.
ევროპას ასევე აქვს სერიოზული პრობლემა, რაც არის ყველაზე მთავარ პარტნიორთან - შეერთებულ შტატებთან უთანხმოებები როგორ ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ნატოს ერთი წევრი სახელმწიფო ემუქრება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის წართმევით ემუქრება. შესაძლოა, ეს არ მოხდეს შეიარაღებული კონტინგენტის მეშვეობით, მაგრამ, მაგრამ შეიძლება მოხდეს ერთგვარი გარიგებით, ვაჭრობით“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
სანდუს შესახებ კი მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფიქრობს ქვეყნის სუვერენიტეტის დასამარებას, სხვა ქვეყნისთვის შეერთებას.
„ასეთი რაღაცები მხოლოდ ომის ან კაპიტულაციის შემთხვევაში ხდება. სანდუ კი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ის არ არის მოლდოვის პრეზიდენტი, ის არის ხელდასმული მარიონეტი, აგენტი. ჩვენ ვიცით, როგორ ჩატარდა იქ რამდენჯერმე არჩევნები და ეჭვის ქვეშ დგებოდა, სანდუმ ნამდვილად გაიმარჯვა თუ არა. და ასეთი ადამიანი იცლის საქართველოსთვის. დიდი ბოდიში, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ პირს გამოირეცხავენ, როცა საქართველოზე ლაპარაკობენ ასეთი ადამიანები ლაპარაკობენ.
ის მორალურადაც და ყველანაირად გაკოტრებული ადამიანია და შეიძლება ითქვას, რომ მან ეს კი არ თქვა, მას უთხრეს, რომ ეს უნდა ეთქვა. მას ეს უთხრა ვიღაც მეორე კლასის აგენტმა, დაავალა, „საქართველოზე რაღაც ასეთი უნდა თქვა“, შეიძლება, არჩევანის საშუალებაც არ მისცა და დაწერილი ტექსტი მისცა. სანდუს რომ ჰკითხოთ, ზუსტად სად არის საქართველო, შეიძლება, აერიოს სამხრეთ კავკასიის რომელიმე ქვეყანაში.
როცა ის საუბრობს, რომ რუმინეთთან უნდა შეერთება და პარალელურად ამბობს, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა, უნდა დავუსვათ მას კითხვა - რუმინეთთან შეერთების შემთხვევაში რას უშვრება ის დნესტრისპირეთს - თან მიაქვს რუმინეთში თავისი რუსული ბაზებით, თუ დაუთმობს რუსეთს და კალინინგრადის მსგავსი ახალი ანკლავი წარმოიქმნება ევროპაში“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.