ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
ვისთან შეიძლება აწარმოო დიალოგი - იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობრივი გზებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, იმ ჯგუფებთან, რომლებმაც პოლიტიკოსის ნიღაბი აიფარეს, მაგრამ რეალურად კრიმინალები არიან?, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან] დიალოგის მოწოდების მიღმა რა ქვეტექსტს ხედავთ, დიალოგის გარდა სხვა რამე შეიძლება კიდევ არსებობდეს?
ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არადამაჯერებელია, რადგან მათ ეს უკვე არაერთხელ გააკეთეს.
„კრიმინალი ყველა ქვეყანაში ისჯება და ჩვენთან რატომღაც კრიმინალის დასჯა არ მოსწონთ და სამართლებრივი სახელმწიფოსკენ ჩვენი სწრაფვა, რაც მიუღებელია. ეს არის ტაქტიკური მონაცვლეობის ელემენტები, რასაც ისინი გვთავაზობენ, თითქოს ისე, რომ ჩვენ საქმეში არ უნდათ ჩარევა. გავიხსენოთ რამდენ საკითხში მოხდა ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა მათი მხრიდან და დღეს რომ ისინი სხვანაირ სცენარებზე საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათმა პირველმა სცენარებმა ვერ გაამართლა, ვერ ჩამოშალეს სახელმწიფო, ხელისუფლება ყოველივე ამას გაუმკლავდა. მათი რჩევა სასაცილოდ ჟღერს, ვინაიდან ორჯერ ორს გვეუბნებიან - ეს არ იციან პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ დიალოგი უნდა აწარმოონ, რომ ძალადობრივი გზით არ უნდა იბრძოლონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის? - რა თქმა უნდა ეს იციან. რადგან იმ სცენარებმა არ გაამართლა, გადავიდნენ მეორე სცენარზე - შეთავაზება იგივეა, უბრალოდ კოსმეტიკური რემონტი გაუკეთეს თავიანთ მოსაზრებებს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.