ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ დაინახა, რა არის ამ მოძრაობების ბუნება და მიზანი, სახელმწიფოს იზოლირება და ხელისუფლების დისკრედიტაცია, ამიტომ სჯობს, დაასრულონ

ლევან მახაშვილი

კოლუმბიური სერიალის 2 500-ე სერია ვნახეთ, სადაც ერთი და იმავე შინაარსი და აზრია, მგონი, ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რა არის ამ ჯგუფების მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ საზოგადოების მიზერული მხარდაჭერა აქვთ.

„ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცენ. ასეთი პატარ-პატარა ჩარევით და არეულობით სახელმწიფოს დაზიანებას ცდილობენ, თუმცა თუ შეიძლება ამ პროცესს კარგი დაარქვა, ისაა, რომ საზოგადოებამ დაინახა, რა არის ამ მოძრაობების ბუნება და მიზანი – სახელმწიფოს იზოლირება და ხელისუფლების დისკრედიტაცია. ამიტომ სჯობს, ეს ყველაფერი დაასრულონ“, – განაცხადა მახაშვილმა.