„ამ დღის შემდეგ ბევრის ცხოვრება ძველებური აღარ იქნება...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს
1776282230
საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას კითხვებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მხოლოდ ევროინტეგრაციის თემატიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
„საინტერესო დისკუსია იქნება. მათ, ვინც აქამდე ან არ იყვნენ ამ პროცესებში ჩართულნი, ან არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად რას აკეთებს საქართველო, რა ეტაპზეა, რა პროცესში ვართ, იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაციები გაიგონ. საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას კითხვებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მხოლოდ ევროინტეგრაციის თემატიკა. იქნება ოკუპირებული რეგიონები, ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკა“, - აღნიშნა მახაშვილმა.