პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
„ალიანსი“ ისე დაიშლება, როგორც შეიქმნა. მათ რიგებში ეგოებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. კონკრეტულად, არარსებული სკამებისთვის იბრძვიან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ აქედან დასკვნა უნდა გამოიტანოს.
„მოსახლეობამ არსებული პროცესებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს, რამდენად არასერიოზულ ხალხთან და პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე. ნახეთ, რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლაც იმავეს აგრძელებენ. არარსებული ძალაუფლებისთვის იბრძვიან, მაგრამ მათი მცდელობა ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სხვა შემთხვევებში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051