ლევან მახაშვილი: დღევანდელი დღე მთლიანად დაეთმობა სამივე კომიტეტის რეზოლუციების დამატებების განხილვას, რაც წარმოდგენილი აქვს კონკრეტულ სახელმწიფოებს. თითოეულ მათგანს სამივე კომიტეტის ფარგლებში გავივლით

ლევან მახაშვილი

დღევანდელი დღე მთლიანად დაეთმობა სამივე კომიტეტის რეზოლუციების დამატებების განხილვას, რაც წარმოდგენილი აქვს კონკრეტულ სახელმწიფოებს. თითოეულ მათგანს სამივე კომიტეტის ფარგლებში გავივლით, ნაწილს დავამტკიცებთ, ნაწილს არა , - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური ღონისძიებაზე საუბრისას.

„ჩვენი დელეგაციის მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ რეზოლუციებში მოხვდეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც იქნება დაბალანსებული და ასახავს ობიექტურ რეალობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი დელეგაცია მაქსიმალურად აქტიურობს იმისთვის, რომ რეზოლუციაში მოხვდეს არასწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური ღონისძიება გრძელდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საკომიტეტო შეხვედრა. სხდომებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა.