ლევან მახაშვილი: დღეს რასაც აკეთებს ჰელსინკის კომისია, პირდაპირ არღვევს თავის ფუნდამენტურ მანდატს. რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის

ლევან მახაშვილი

რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია პირდაპირ არღვევს თავის ფუნდამენტურ მანდატს.

„ჰელსინკის კომისია თავის დროზე შეიქმნა სწორედ საერთაშორისო სამართლის იმ ათი ძირითადი ფუნდამენტის პატივსაცემად, რომელთაგან ერთ-ერთი, მათ შორის არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევისგან თავშეკავება.

დღეს რასაც აკეთებს ჰელსინკის კომისია, პირდაპირ არღვევს თავის ფუნდამენტურ მანდატს. რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის.

ყველა ასეთი მოსმენა, რომელიც ჩატარებულა გასული წლების განმავლობაში, ემთხვეოდა ან რაღაც ისეთ მოვლენას, რაც აქ ოპოზიციას წაადგებოდა, ან როდესაც არანაირი დღის წესრიგი არ ჰქონდათ, არანაირი სათქმელი აღარ ჰქონდათ, მაშინ მაშველ რგოლად ატარებდნენ ხოლმე მოსმენას, რომ კიდევ ერთხელ დამაზიანებელი განცხადებები გაეკეთებინათ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს. კომისიას ხელმძღვანელობს ოპოზიციის ლობისტი ჯო უილსონი.