ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ნაბიჯები გადაიდგა, ასევე, არაერთმა წევრმა ქვეყანამ კონსტრუქციული დიალოგის მზაობა გამოთქვა. შესაბამისად, მისივე თქმით, ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში, თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება.
,,ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი.განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები, ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები, ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია.დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად.გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა.თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა.საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება," - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.