1795770648
ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ - თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ყველანაირი ლოგიკიდან ამოვარდნილია, როცა რუსული მხარე, ერთი მხრივ, უარგუმენტოდ ასანქცირებს ქართულ პროდუქციას, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტების დამეგობრების სურვილის გამოთქვამს.
მაჭავარიანის განცხადებით, ამგვარი ქმედებები დაასუსტებს "ქართულ ოცნებას" და დამატებით ჟანგბადს მიაწვდის ოპოზიციას, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ამ არათანმიმდევრული მიდგომების გადახედვის მოლოდინი აქვს.
"ეს დამოკიდებულება არის ძალიან არათანმიმდევრული, ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან - არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ ამბობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, უნდა დასუსტდეს "ქართული ოცნება" და უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი აგენტურულ ოპოზიციას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არათანმიმდევრული მიდგომები გადაიხედება და პასუხები იქნება გაცემული," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ხანძარი ვარკეთილში - ვითარება ადგილზე
1795764356












