1748324677
ლევან მაჭავარიანი ტრამპის წერილზე: ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, უკვე რაღაც პირველი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, უკვე რაღაც პირველი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას.
„სასიხარულოა ბატონი ტრამპის ეს წერილი. ბატონ ყაველაშვილს მიმართა მან და მიულოცა 26 მაისი. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, უკვე რაღაც პირველი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ბატონმა ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს, ხაზი გაუსვა ჩვენს ისტორიას, ხასიათს. მან სურვილი დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ახალ ჭრილში გადავიდეს ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.