ლევან მაჭავარიანი: სცენებს დგამენ, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევრონესტში „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები არიან. ეს ყველაფერი გაგრძელებაა არასერიოზული დამოკიდებულების და ჩვენ არ ვაპირებთ სპექტაკლში მონაწილეობას

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა ევრონესტის სამიტში.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამიტს ხელმძღვანელობს რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია.

„ბატონმა [ლევან] მახაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ახსნა, თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას [ევრონესტის სამიტში]. ჯერ ერთი, ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ქალბატონი რასა [იუკნევიჩიენე], რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია. ასევე მათ „ენჯეოს“ კვოტით შეყვანილი ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპი, ქალბატონი [თინა] ბოკუჩავა.

სცენებს დგამენ, რომ თითქოს „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები არიან. ეს ყველაფერი გაგრძელებაა არასერიოზული დამოკიდებულების და ჩვენ არ ვაპირებთ სპექტაკლში მონაწილეობას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.