როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის განახლებული პროგნოზი
1760349961
4 ოქტომბერს გეგმა არსებობდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს, მათი გეგმა ვერ განხორციელდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ამასთან, მაჭავარიანის თქმით, იყო თუ არა ჩართული პროცესებში ბაჩო ახალაია, ამას გამოძიება დაადგენს.
„რადიკალური ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, მათი პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს. ისინი ერთი თვის განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ, რომ გეგმა არსებობდა, თუ როგორ გადაებარებინათ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, კითხვა არავის აქვს, რომ რადიკალური პარტიების ლიდერებიდან ვიღაცამ გეგმა არ იცოდა. აბა, ჰაერზე საუბრობდნენ? მაშინ, ხალხი 4 ოქტომბერს რისთვის მიიპატიჟეს, ეს ახსნან? – რა თქმა უნდა, გეგმა არსებობდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს, მათი გეგმა ვერ განხორციელდა.
რა როლი ჰქონდა ბაჩო ახალაიას, ამას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, მაგრამ დაშვების დონეზე ვარაუდი შეგვიძლია, რომ პროცესებში ჩართული იყო, ამაზე ფაქტები მიუთითებს. მისი უბინძურესი და უბოროტესი წარსულიდან გამომდინარე, არანაირი სცენარი არ არის გამორიცხული მისი მონაწილეობით. ჯერ ბურჭულაძე-ახალაიას ჩანაწერის ავთენტიკურობის დადგენას უნდა დაველოდოთ. თუ დადასტურდა, რომ რეალური საუბარი იყო, მაშინ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. „ნაცური“ ხასიათია – მათ ერთმანეთის ღალატი ურჩევნიათ. როცა გააცნობიერეს, რომ დამხობის გეგმა ჩავარდა, ცდილობენ, ალიბი შეიქმნან, რომ სახელმწიფო დამხობა მათ გარეშე ხდებოდა. მათ გეგმა სისრულეში რომ მოეყვანათ, მაშინ ყველა მოინდომებდა, რომ ამ პროცესების ავანგარდში ყოფილიყო და ყველა დაიბრალებდა, ეს გეგმა მას ეკუთვნოდა“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.