ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთის მსგავსად, გავლენა რუსეთთან მიმართებითაც გამოიყენოს.
აღნიშნულის შესახებ მერცმა ეგვიპტეში ჩასვლისას, სამშვიდობო სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
კანცლერის თქმით, ის აპირებს, დღეს ესაუბროს დონალდ ტრამპს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ერთობლივად უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ვიმედოვნებთ, ამერიკის პრეზიდენტი შემოგვიერთდება და იმავე გავლენას მოახდენს რუსეთის მთავრობაზე, რაც ამ რეგიონში ჩართულ მხარეებზე, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქედან სულ რაღაც რამდენიმე საათის ფრენის მანძილზე რუსეთი 3,5 წლის განმავლობაში ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. დღეს მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვესაუბრო ამერიკის პრეზიდენტს იმაზე, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ღაზის სამშვიდობო შეთანხმება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა როდესაც ერთიანია, ყველაფერი შესაძლებელია.
„მაგრამ ეს შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. ჩვენთვის, ევროპელებისთვის ეს ომი ჩვენი თავისუფლებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დღეს ამ დიდი შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილავთ, რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ერთად ამ ომის დასასრულებლად. არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ასევე ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და მხარდაჭერის გაგრძელებას, როგორც ეს ამ რეგიონშიც დადასტურდა“, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ გერმანიაში ბევრი მოლოდინით დაბრუნდება.