წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766692308
თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს.
„პრემიერმა დააანონსა და სინქრონული მუშაობა დაიწყო აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ასევე საგამოძიებო ორგანოებმა იმაზე, რაიმე კარტელურ გარიგებებს ხომ არ აქვს ადგილი. თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.