პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1766754670
ჟურნალისტი და ანგლისტი ნუგზარ რუხაძე, მეუღლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ჟურნალისტი თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობა უხდის და მეუღლის სულისთვის პატივისმიგების დეტალებს განმარტავს.
„ძვირფასო მეგობრებო, 2025 წლის 25 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი.
მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება მისი სხეულის კრემაცია. წესის აგება და სულის ხსენება შედგება შესაბამისი ქრისტიანული წესების მიხედვით იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ეს წესები გვკარნახობს.
ფერფლი გაიფანტება ნინას უსაყვარლეს ადგილას თბილისში. ფერფლის გაფანტვის ცერემონიალს დაესწრებიან მისი უახლოესი მეგობერები და ნათესავები, ყვავილების გარეშე.
რომლის შემდეგ, მის სახლში და მის სახელზე წაიქცევა ჭიქა.
ოჯახი სამძიმარს, დიდი პატივითა და მადლიერებით, მიიღებს ამ გვერდზე, რისთვისაც ყველას წინასწარ ვუხდით გულწრფელ მადლობას“,- წერს ნუგზარ რუხაძე.