1757269592
ლევან მაჭავარიანი მოსალოდნელ პროვოკაციაზე: მაქსიმალურად ვეცდებით, ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის

თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე და მოსალოდნელ პროვოკაციაზე ისაუბრა.
ლევან მაჭავარიანის თქმით „ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ისინი საარჩევნო შტაბის წინ განლაგდნენ და უშვერი სიტყვებით მიდიოდა ლანძღვა-გინება“.
მაჭავარიანის თქმით, მცდელობას არ დააკლებენ, რომ „თუ დღესაც ჩაივლიან, შტაბიდან არავინ გავიდეს“.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის და მესიჯ ბოქსი რომ ჰქონდათ წლების წინ მხოლოდ „რუსი“, ახლა ამას დაემატა დედის გინება და ძალიან რთულია ადამიანის გაკონტროლება, როდესაც მას დედას აგინებენ. ქართველებზე მაქვს საუბარი, თორემ "აკაცუკებისთვის", რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, თორემ არაფერი ქართული მათ სისხლში არ არის, ეს დედის გინება შეიძლება ყოველდღიურობას წარმოადგენდეს და მათთვის ეს პრობლემა არ არის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.