ლევან მაჭავარიანი იმ ნაწილზე, ვინც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს: ხედავენ, რომ არანაირი შედეგი არ აქვს ამ აქციას და ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა. ურჩევნიათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იყვნენ

ლევან მაჭავარიანი

ხედავენ, რომ არანაირი ეფექტი არ აქვს, არანაირი შედეგი არ აქვს ამ აქციას და რაღაც ტექნიკური მეთოდებით ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა თავიანთ ამომრჩეველთან და ურჩევნიათ, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იყვნენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებიც გირაოს გადახდაზე უარს აცხადებენ და საპატიმროში რჩებიან.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ რადიკალების ეს ფრთა თვითპატიმრობის რეჟიმში იმყოფება და ამის მიზეზი 4 ოქტომბერს დაანონსებულ „მშვიდობიანი დამხობის“ პროცესისგან განრიდებაა.