რას აცხადებენ შსს-ში ნიკა მელიას დაკავებაზე
1748543223
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს სპეცსამსახურების და სამართალდამცავი უწყებების მაღალ დონეზე მუშაობას.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში, სადაც ხვალ ბაჩიაშვილის პროცესს და დაკავების შემდეგ მის პირველ განცხადებას ელოდებიან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ამ ქვეყანაში სამართალდამრღვევები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
"სამართალ დამცავი უწყებების მიერ ძებნილი ბატონი ბაჩიაშვილის დაკავება, რომელსაც 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება იმისა, რომ საქართველო შედგა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტული ორგანოები და უწყებები კანონის აღსრულებას ახერხებენ უმაღლესი სტანდარტით.
ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ბატონ ბაჩაშვილს, ამ ღონისძიების შედეგად, თმის ღერი არ ჩამოვარდნია. ეს ყველასთვის ნათელი მაგალითია, რომ კანონდამრღვევები ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობას ვერასდროს ვერ გაექცევიან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რას აცხადებენ შსს-ში ნიკა მელიას დაკავებაზე
1748543223