ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ლევან დავითაშვილი სუსში გამოკითხვაზე გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვიდან გამოსულმა კი თქვა, რომ უწყებაში საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი განიხილა.

მოგვიანებით, სუსში განაცხადეს, რომ ლევან დავითაშვილის გამოკითხვის შემდეგ გავრცელებულ ინტერვიუში არსებითი უზუსტობაა.