1758053825
„ლელომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს. ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი, ვაჟა დარჩია დასახელდა.
ბათუმის ათ სამაჟორიტარო ოლქში იბრძოლებენ: გენო თებიძე (თამარის დასახლება), ივა ფირცხალაიშვილი (რუსთაველის ოლქი), ვაჟა დარჩია (ძველი ბათუმი), მარიზა თებიძე (ხიმშიაშვილის დასახლება), ონისე ხარჩილავა (აღმაშენებლის ოლქი), რუსლან ცისკარაძე (ჯავახიშვილის დასახლება), ჯემალ ანანიძე (კახაბრის დასახლება), მაია სირაძე (ბაგრატიონის დსახლება), სულიკო გოგოლიშვილი (აეროპორტი) მამუკა ტაკიძე (ბონი—გოროდოკი ბარცხანა).