1779737742
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ რჩება ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











