ლაშა ფარულავა ნიკა ობოლაძის განცხადებაზე: ყოფილებთან "ნაციონალურ მოძრაობას" არ უმართლებს

ლაშა ფარულავა

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებები პოლიტიკური შეფასებების კიდევ ერთი თემაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს, რომ ქვეყანას ქმედითი ხელისუფლება ჰყავს. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმაც.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ყოფილ წევრებთან ენმ-ს არ უმართლებს.

"ყოფილებთან "ნაციონალურ მოძრაობას" არ უმართლებს და მათი პოლიტიკური ნარატივი ჩვენთან, დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ნარატივთან არ არის ახლოს. ჩვენი სტრატეგია არის ახალი არჩევნები. აქამდე ერთი წელია ქუჩაში ვართ, როგორ მივდივართ და კი, ყოველდღიური პროტესტით. ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს, თუმცა ეს არ არის არსებითი, არსებითი არის ის, თუ სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა.

რაც შეეხება პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრების შეფასებებს, ტატა ხვედელიანის თქმით, ნიკა ობოლაძის განცხადებები "კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბოიკოტი იყო მცდარი გადაწყვეტილება".