კულტურის კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

კომიტეტი

კულტურის კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზება განხორციელდა და ორ სამინისტროდ გაიყო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროდ.

ცვლილებების თანახმად, დასახელება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ იცვლება და ფორმულირდება როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“. ასევე, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო“.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი და  კენჭი უყარეს საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას.