მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით
1773310823
კანონის გვერდის ავლის კიდევ ერთი სქემა და უცხოური ფულის ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენების მორიგი მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი თინა ხიდაშელის საქმიანობას, რომელმაც გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, NGO ჩეხეთში დაარეგისტრირა.
"კურიერის" ინფორმაციით, თინა ხიდაშელს და მის შვილს, გრიგოლ უსუფაშვილს პირველი ტრანში უკვე ჩაერიცხათ.
საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ მთავარი მიზანი თანხების წარმომავლობის და მიზნების შენიღბვაა, რეალურად კი უცხოეთიდან მიღებული ფული ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმისთვის გამოიყენება.
თემასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.
"სანქციების გვერდის ავლის მცდელობაა და ამაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან - ფარულად არეგისტრირო ორგანიზაციები საქართველოს მიღმა. გასაგებია, რისთვისაც ხდება ეს ყველაფერი. ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარი არის იურიდიულ ფორმებზე, რომლებსაც ეძებენ, შინაარსი არის იმაში, რომ ფინანსური ტრანზაქციებიებისთვის გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა არის, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს. კითხვის ნიშნები არის, რომ ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები, მეორე - არის, რა არის წყარო ამ ფულის, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე - გადასახადებს იხდიან თუ არა. თუ ეს ფული მართლა მოძრაობას საქართველოში, ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული. ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.