კონსტანტინე ჟღენტი: ევროპაში ისეთი ცვლილებებია, რომ სხვებისგან განსხვავებით ხილულ მომავალში არანაირ ცვლილებას იქ არ ველოდები. ეპაექრებიან ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის, როგორც ყველგან, ისე ჩვენს რეგიონში

კონსტანტინე ჟღენტი

ჩემი შეხედულებები ემთხვევა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეხედულებებს, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო საკითხებზე, - განაცხადა დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა.

მისივე თქმით, ევროპაში არსებული ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე მომავალში რაიმე ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა.

„ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ევროატლანტიკური პრაქტიკულად აღარ არსებობს, ევროპას რაც შეეხება შიგნით ისეთი ცვლილებებია, რომ სხვებისგან განსხვავებით ხილულ მომავალში არანაირ ცვლილებას იქ არ ველოდები. ეპაექრებიან ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის, როგორც ყველგან, ისე ჩვენს რეგიონში. თუ გამოაცხადებ, რომ მხარს უჭერ მრავალვექტორიან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე დამყარებულ, დიპლომატიაზე დამყარებულ პოლიტიკას, ეს უფრო გამოადგება ჩვენს ქვეყანას ამ სიტუაციაში თავისი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ჟღენტმა.

პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი შეუერთდა. აღნიშნულ ნაბიჯთან დაკავშირებით მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საერთო ხედვას და რწმენას, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების ერთადერთი გზა - ნეიტრალიტეტია.