რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სარჩელთან და პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არ აღიარებს მმართველ ძალას ლეგიტიმურად, თავად ოპონენტებმა დააყენეს საკითხი, რომ ან "ქართული ოცნებაა" ანტიკონსტიტუციური ან თავად ოპოზიცია, შესაბამისად მმართველმა გუნდმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, ახლა სწორედ სასამართლო დაადგენს ვინ არის ანტიკონსტიტუციური.
"საგარეო პოლიტიკურ აქტორებს, არ ეხებათ საქართველოს პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, ისევე, როგორც ჩვენ არ გვეხებოდა უკრაინაში და მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდებოდა ანტიკონსტიტუციურად.
არ გვეხება გერმანიაში, მთავარი ოპოზიციურ პარტიის წინააღმდეგ რომ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. დღეს, გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია - "ალტერნატივა გერმანიისა" არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ. მათზე მიყურადება მიდის, მათში შეგზავნილი აგენტები მუშაობენ და ა.შ. გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალოგია გერმანიაში, ოფიციალურად ჰყავს მოსმენაზე დასმული მთავარი ოპოზიციური პარტია. როცა ასეთი ვითარებაა სხვა ქვეყანაში, მათგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ.
რაც შეეხება აკრძალვის შედეგს - ეს პარტიები წამლავენ საქართველოში პოლიტიკურ პროცესს, პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ტოქსიკური გარემოსგან. სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს.
ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს, რომელიმე ბიზნესი, კომპანია არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ და ა.შ. არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში.
14 წელის კოლექტიური "ნაცმოძრაობისგან" ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, შესაბამისად კოლექტიური "ნაცმოძრაობა" 14 წელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და "ქართული ოცნება" არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საბოლოო ჯამში, დაადგინოს [ვინ არის ანტიკონსტიტუციური]. თავად კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი, თავად კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა ასე საკითხი, ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თავად კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" არის ანტიკონსტიტუციური, შესაბამისად სასამართლო დაადგენს სიმართლეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.