სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ექვსმა დეპუტატმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის წინადადება წარადგინა.
ტექსტში საუბარია, რომ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, რამდენიმე თვეა, შეშფოთებას იწვევს. ინიციატივის სახით წარდგენილ დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, გაუარესებული მდგომარეობის კონკრეტულ მაგალითად კი ავტორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მოჰყავთ.
"ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ, ნათქვამია ტექსტში."
მმართველ გუნდში მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობენ. ტყუილი და ევრობიუროკრატიაში არსებული ტრაგიკული მდგომარეობა, ასეთია პრემიერის შეფასება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ერთია ფაქტები და მეორეა, "დიფ სთეითით" მართული ადამიანების გაცხადებული ტყუილები, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხან წყალი:
"ფრანგი კოლეგების კი არა, 27 ელჩის დემარში გვახსოვს. საუბრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე - კარგად გავიხსენოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ ჭამდა, არ იღებდა საკვებს. ახლა მან მიიღო საკვები, ჭამს და კარგად არის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ერთია ფაქტები და მეორე არის "დიფ სთეითით" მართული ადამიანების განცხადებები, ტყუილები, რომლებიც გააქტიურდება ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში,"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.