ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა

ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.

დეპუტატები დასკვნის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ, რომელსაც კომისია საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

მანამდე კი, მმართველი გუნდის ლიდერები კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.