გაერო-მ მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშებს თითქმის არავინ არ კითხულობს

გაერო

გაერო-მ მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშებს თითქმის არავინ არ კითხულობს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ეფექტიანობის ამაღლებისა და ხარჯების შემცირების გზების მოძიებას ეხება, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშებს ძალიან ცოტა ადამიანი ეცნობა.

"უსაზღვრო რაოდენობის შეხვედრები და ანგარიშები მთელი სისტემის — და ჩვენი ყველას — გადაღლას იწვევს", — აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

ანტონიუ გუტერეში შეთავაზებით გამოდის, რომ ორგანიზაციამ შეხვედრებისა და ანგარიშების რაოდენობა შეამციროს.