VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
ნიკოლოზ მეტრეველი გაუქმებულ კონცერტს ეხმაურება, რომელშიც მონაწილეობა კორძს უნდა მიეღო. ანალიტიკოსის განცხადებით ევროკავშირის მხრიდან, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პირის დაფინანსება ექსტრემიზმის გაღვივებას ემსახურება.
მანამდე, კონცერტის გაუქმებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა. მისიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე წლებია მხარს უჭერს კულტურის სფეროს საქართველოში და სჯერა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფელების.
"ევროკავშირი წუხს და შეშფოთებულია, როგორც ყოველთვის, რომ გორში კონცერტი ვერ გაიმართა და კორძის უსაფრთხოება ვერ იქნა დაცული.
მე ვურჩევდი ევროკავშირის ელჩს, რომ პირველ რიგში დაინტერესდეს, თუ რატომ აქვს საზოგადოებას ეს რეაქცია. ეს არის ლეგიტიმური გაღიზიანება. ამ ადამიანმა ნახევარ საქართველოს მიაყენა უმძიმესი შეურაცხყოფა.
ახლა მესმის თითქოს, რომ რაღაცნაირად ბულინგი ხდება ამ ადამიანის. არავითარი ბულინგი არ ხდება. კეთილი ინებოს და საქართველოს მოქალაქეებს მოუხადოს ბოდიში. ეს იქნება მისი მხრიდან გამოსავალი,"- აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.