ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებას ეხმაურება, რომელსაც ბახმაროში არმაზ ახვლედიანი ატარებს.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მოკვლევის საგანია, სავარაუდოდ, გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტი.
ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობას აბსოლუტურად ნებისმიერი პირი უნდა დაემორჩილოს.
„რაიმე უკანონო ხდებოდა თუ არ ხდებოდა, ამაზე არავინ არ საუბრობს. დაფინანსების წყაროებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს აბსოლუტურად ნებისმიერი. დადასტურდება, თუ ეს კანონის გვერდის ავლით მოხდა მსგავსი დაფინანსება. ეს არის შემაშფოთებელი ჩვენი და ევროკავშირის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. რა მნიშვნელობა აქვს, ევროსაბჭოა თუ ევროკავშირი, ევროპის მხრიდან არის ხელშეწყობილი. გრანტების შესახებ კანონი გვაქვს მიღებული, სადაც ჩვენი თანხმობა არის საჭირო და მოემართათ. კანონის გვერდის ავლით თუ იქნება დაფინანსებული, სამწუხარო ფაქტია და კიდევ ერთხელ იქნება მხილება მათი ამ პროცესში," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.