კალასი წავა, კალასი 2 მოვა. ევრობიუროკრატია მაშინ დასრულდება, როცა ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები ეროვნულ ხელისუფლებებს აირჩევენ - გურამ მაჭარაშვილი ფიცოს განცხადებაზე

გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირში კაია კალასის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ბრიუსელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეცვლისკენ მოუწოდებს რობერტ ფიცო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო კრიზისის შუაგულშია, ევროპა კი რეაგირებას ვერ ახერხებს.

რობერტ ფიცოს განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

"განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას პირდაპირ კლავს დღევანდელი ლიბერალური წარმომადგენლობა და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბუნებრივია, რობერტ ფიცოს ყოველთვის ექნება და სწორად ექნება შეფასებები ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. რაც შეეხება, კონკრეტულად, კალასის გადადგომას - რა თქმა უნდა, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც არის, იმის შემდგომ, რაც არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა მასთან დაკავშირებით, თქვა, რომ დააბრალა ადამიანებს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. აქ ერთი მომენტია - კალასი წავა, კალასი 2 მოვა - ეს არის მოცემულობა. მთავარია ის, რომ ევრობიუროკრატია აუცილებლად დასრულდება, როდესაც ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები თავიანთ ეროვნულ ხელისუფლებებს აირჩევენ და მერე შეიცვლება ევრობიუროკრატიაში ის ვითარება, რომ ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს დაუწყებენ მსახურს და არა "დიფ სთეითს", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.