1693764619
კახა კალაძე: სპორტის ქომაგებისთვის გუშინდელი დღე ძალიან დიდი სიხარული იყო

დედაქალაქის მერმა საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებს გუშინ მიღწეული გამარჯვებები მიულოცა.
კახა კალაძის თქმით, გუშინდელი დღე სპორტის ქომაგებისთვის იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან კალათბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.
„სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთელების მოგება. გუშინ ჩვენმა ბიჭებმა მართლაც ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს, ვისაც ეს გამარჯვება გაუხარდა.
ასევე, კალათბურთელებმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და აქაც წარმატებას მივაღწიეთ. გუშინდელი დღე ძალიან დიდი სიხარული იყო სპორტის ქომაგებისთვის. ვულოცავ ყველას, ვისაც გაუხარდა, როგორც ჩვენი კალათბურთელების, ასევე ფეხბურთელების გამარჯვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.