დავით ჩიხელიძე: საქართველო მთავრობის ეფექტიანობის მხრივ უსწრებს როგორც ევროკავშირის კანდიდატებს, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს – მათ შორის იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთსა და პოლონეთს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მმართველობითი პრაქტიკა აკმაყოფილებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოშიც კი გამოწვევად რჩება

დავით ჩიხელიძე

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გლობალური მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის მონაცემები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეფასება მხოლოდ ერთ ორგანიზაციას არ ეყრდნობა, არამედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და კვლევითი კომპანიის მიერ შეგროვებულ მონაცემთა სინთეზია. ასეთი მრავალფეროვანი წყაროების არსებობა დაფიქსირებულ შედეგს სანდოობასა და ობიექტურობას ანიჭებს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულია, რომ ეფექტიანი მმართველობა არის ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის შექმნისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერების წინაპირობა. საქართველოს პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარებას ემსახურება, რაც პირდაპირ აისახება როგორც ინვესტორების ნდობაზე, ისე ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე. 

„ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გლობალური მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის მონაცემები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეფასება მხოლოდ ერთ ორგანიზაციას არ ეყრდნობა, არამედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და კვლევითი კომპანიის მიერ შეგროვებულ მონაცემთა სინთეზია. ასეთი მრავალფეროვანი წყაროების არსებობა დაფიქსირებულ შედეგს სანდოობასა და ობიექტურობას ანიჭებს. საქართველოს მიერ მიღწეული 77,8%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკური წარმატება არ არის. ის ადასტურებს, რომ ქვეყნის მმართველობის ხარისხი რეალურად გაუმჯობესებულია და ეს გაუმჯობესება აღიქმება როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ისე ათიათასობით რესპონდენტის მიერ. ინდექსის შედეგი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები მნიშვნელოვნად განვითარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო მთავრობის ეფექტიანობის მხრივ უსწრებს როგორც ევროკავშირის კანდიდატებს, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს – მათ შორის იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთსა და პოლონეთს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მმართველობითი პრაქტიკა აკმაყოფილებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოშიც კი გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დინამიკა: 21-ე საუკუნეში საქართველომ ერთ-ერთ ყველაზე დიდი წინსვლა აჩვენა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შევიდა, ეს შედეგი ცხადყოფს, რომ საუბარია არა ერთჯერად გაუმჯობესებაზე, არამედ მდგრად პროცესზე, რომელიც სიღრმისეული რეფორმებზე და მმართველობითი სტრუქტურების მოდერნიზაციაზე დგას. წლიური პროგრესის მაჩვენებელიც მნიშვნელოვანი სიგნალია – ერთ წელიწადში 5,2-პუნქტიანი ზრდა ევროპაში მესამე საუკეთესო შედეგია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სისტემურ გაუმჯობესებაზე და არა მოკლევადიან ტენდენციაზე. საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულია, რომ ეფექტიანი მმართველობა არის ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის შექმნისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერების წინაპირობა. საქართველოს პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარებას ემსახურება, რაც პირდაპირ აისახება როგორც ინვესტორების ნდობაზე, ისე ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე.“ - წერს ჩიხელიძე.