როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ?! ეს მიუთითებს, რომ რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
„რაც შეეხება პრემიერის წერილს, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები მათი სამშობლო „დიფ სთეითია“. 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, როდესაც გაგვინადგურეს ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გვახსოვს ამ ყველაფრის მერე რა პოლიტიკას ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. იყო მოწოდებები რუსებზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გვახსოვს, სააკაშვილი ია-ვარდებით და ყაყაჩოებით ხელში ლარსის საზღვარზე როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს. ყველანაირად მიესალმებოდნენ, გასხვისებული ქართული კომპანიები რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან, კითხვის დასმის უფლებაც კი არა აქვთ. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე მსახურებიან „დიფსთეითს“, ხომ? 2008 წელს, როდესაც შენი ქვეყანა დაბომბეს, დაანგრიეს, დაკარგე ტერიტორიები, უფლებაც კი არ მისცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრათ. პირიქით გააკეთებინეს, რომ მიესალმებოდნენ რუსების ჩამოსვლას, ყველანაირად ხელს უწყობდნენ თავისი განცხადებებით, ქმედებებით. და მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველა ვხედავთ, თუ რა განცხადებები კეთდება, რა მესიჯები ჟღერდება. აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ვხედავთ. ფარისევლობაა, რასაც ვისმენთ და რასაც აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები - ჩვეულებრივი ფარისევლური განცხადებები, ფარისევლური დამოკიდებულება. კონკრეტულად შემიძლია გავიხსენო კონკრეტული სახელები, გვარები: მშვილდაძე, ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ საუბრობდა და მიესალმებოდა... 2008 წლის ომის შემდეგ პერიოდზე არის საუბარი, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ამის შემდეგ, დედაქალაქის მერი წერილებს აგზავნიდა ოფიციალურად, რომ რაღაც კულტურული ურთიერთობები დაერეგულირებინათ და მოწვევებს აკეთებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს რასაც ეუბნებოდნენ, რასაც ავალებდნენ, თავდახრილები აკეთებდნენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლებაც კი არა აქვთ, რომ შეკითხვა დასვან - რატომ.“- განაცხადა კახა კალაძემ.