წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღეა - ლოცვები, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1754914383
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს - ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში.
„ჩვენ მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარედგინება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროექტები.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მე, პირადად, ამით არ ვინტერესდები და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან. ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციასა და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.