კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

კახა კალაძე

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.

„ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები.  ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.